27 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
ესპანელი გამომძიებლები ბარსელონის ტერაქტსა და კამბრილში დაგეგმილ თავდასხმას ერთმანეთს უკავშირებენ

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ტერაქტის შედეგად დაღუპულებს ქვეყანაში ადგილობრივი დროით 12 საათზე 5 წუთიანი დუმილით მიაგებენ პატივს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 13 და დაშავდა 119 ადამიანი. მათ შრის 24 ქვეყნის მოქალაქეა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო 12 საათის განმავლობაში ბარსელონასა და კამბრილში ორი თავდასხმა მოხდა.

ესპანელი გამომძიებლები ბარსელონაში მომხდარ ტერაქტსა და კამბრილში დაგეგმილ თავდასხმას ერთმანეთს უკავშირებენ. ქალაქ კამბრილში ღამის პირველ საათზე პოლიციელებმა საეჭვო მანქანის გაჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა და ავტომობილი ხალხს შეაჯახა. დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველიც.

პოლიციელებმა ავტომობილიდან გადმოსული 5 შეიარაღებული ადგილზე მოკლეს. ყველას შაჰიდის ქამრები ეკეთა. ესპანეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ისინი უფრო მასშტაბურ ტერაქტს გეგმავდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები