26 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
არ ველოდებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი რყევები იქნება ტარიფებთან მიმართებაში - "სემეკი"

თბილისელებისთვის შესაძლოა დენის ტარიფი გაიზარდოს. საკითხის განხილვას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია დღეიდან იწყებს. "სემეკმა" თელასის განაცხადი უნდა შეისწავლოს.

კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარ ტარიფის ცვლილებას ვერ დააანონსებენ, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი და შესასწავლი, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ პროგნოზირებენ.

„ეს არის ძირითადად საინვესტიციო კომპონენტი, კურსთა შორის სხვაობა, საოპერაციო ხარჯები, გასანაწილებელი მოცულობები კილოვატი საათების და ა.შ. ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ამიტომ, წინასწარ იმის თქმა, თუ რა დაემართება ტარიფს, ჯერ თქმა მართლა ძნელია, იმიტომ, რომ მხოლოდ ახლა იწყებს დეპარტამენტი ამ სატარიფო განაცხადების განხილვას, თუმცა, ჩვენ არ ველოდებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი რყევები იქნება ტარიფებთან მიმართებაში,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ.

დეკემბერში გახდება ცნობილი გადაწყევტილება, რომელიც 3 წლით ამოქმედდება. სხდომა ამ წუთებში იწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები