27 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
განგაში ფინეთში - დანით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე ადამიანს თავს დაესხა

ფინეთის ქალაქ ტურკუში ამ წუთებში განგაშია გამოცხადებული. ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა.

ფინური მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი. თავდამსხმელი კი, რომელიც მუსლიმი აღმოჩნდა, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს და დააკავეს.

ვარაუდობენ, რომ მას შესაძლოა, თანამზრახველები ჰყავდეს. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობას ქალაქის ცენტრის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

მომხდარის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ჰელსინკის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურებში. ქალაქ ტურკუში პოლიციის დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა.

დღის ამბები