27 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
შშმ პირები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ - ერთ-ერთ ოჯახს ზალიკო უდუმაშვილი ესტუმრა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები არ აქვთ, მათი განცხადებით, გამგეობებმა ქირის გადახდაზეც უარი უთხრეს.

მათ დღეს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი შეხვდა. ზალიკო უდუმაშვილი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაპირდა და პარტიის სოციალური პროგრამა გააცნო.

„დავაყენებთ შუამდგომლობებს, რომ ბინის ქირით მაინც დაკმაყოფილდნენ ოჯახები, რომ ელემენტარულად ჰქონდეთ იმის პირობები, რომ საკუთარ შვილებს მოუარონ. ოქტომბრის შემდეგ კი რადიკალურად შეიცვლება ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი. 

დღის ამბები