26 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
რუსეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

რუსეთის ქალაქ სურგუტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თუმცა, გამოძიება მთავარ ვერსიად ტერაქტს ამ დრომდე არ განიხილავს.

სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს იმ პირის ვინაობა, რომელმაც ქალაქის ცენტრში დანით 7 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 4 მძიმედ.

ის 1994 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. დამნაშავე, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს.

გამოძიების ვარაუდით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

 

დღის ამბები