03 მაისი 2024,   04:05
ვრცლად
"ვროპული საქართველო" ხელისუფლებას მავნებლების წინააღმდეგ ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

"ვროპული საქართველო" ხელისუფლებას მავნებლების წინააღმდეგ ქმედითი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დღეს ბრიფინგი გამართა.

ლელა ქებურიას განცხადებით, სამეგრელოში აზიური ხოჭოსგან თხილის შეწამვლა სათანადოდ არ მომხდარა და მავნებელი ახლა უკვე სიმინდის მოსავალსაც ემუქრება.

"ევროპული საქართველოს" წევრის განმარტებით, თუკი ერთი კვირის ვადაში სათანადო ზომები მიღებული არ იქნა, ზუგდიდის რაიონი თხილის შემდეგ, ახლა უკვე სიმინდის გარეშეც დარჩება.

„მოსახლეობას არ აქვს არანაირი პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება ამ მიმართულებით. გატარებული ღონისძიებების შედეგად, გაიფლანგა სახელმწიფო სახსრები, თუმცა არავინ დასჯილა იმისათვის, რომ ეს ღონისძიებები იყო არაეფექტური,“ - აცხადებს ლელა ქებურია.

დღის ამბები