27 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის პარკთან - ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ

ამ წუთებში ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანზარია. სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვის ტყის მასივი. როგორც "რუსთავი 2"-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.

სამუშაოებს ისიც ართულებს, რომ ტექნიკა ბოლომდე ვერ მიდის და მეხანძრეებს შემთხვევის ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა მასშტაბით არის ცეცხლი გავრცელებული.

„ეს არის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორია. სულ რამდენიმე ხნის წინ მოხდა შეტყობინების მიღება. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე არიან უკვე. ასევე, შსს-ს დანაყოფები, ყველა. ჯერჯერობით უცნობია, ფართობი ხანძრის გავრცელების,“ - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა. 

ვიდეოებს და ფოტომასალას ადგილზე მყოფი მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დღის ამბები