27 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
ხანძარი სოფელ დაბას ტერიტორიაზე - მეხანძრეებს რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ

ცეცხლის ლოკალიზება მაშველებსა და მეხანძრეებს ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე  არსებულ ტყეში მისი რთული რელიეფისა გამო უჭირთ. გარდა ამისა ხანძრის ჩაქრობას ხელი შეუშალა ძლიერმა ქარმაც.

მთელი ღამის მუშაობის შედეგად მაშველებმა სოფელ ყვიბისიდან არსებული ბილიკი გააფართოვეს და ცეცხლთან მიახლოება შეძლეს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ღამით მუშაობა შეწყვიტა ვერტმფრენმა  ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ის გამთენიისას კვლავ ჩაერთო. ბოლო ინფორმაციით, სავარაუდოდ ხანძარმა 5 ჰექტრამდე ფართობი მოიცვა. მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად ადგილზე მუშაობენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც - სულ 300-მდე ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, დასახლებულ პუნქტებში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

დღის ამბები