27 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
დონალდ ტრამპი ამერიკელებს ავღანეთში შეერთებული შტატების ახალ სტრატეგიას გააცნობს

დონალდ ტრამპი ამერიკელებს ავღანეთში შეერთებული შტატების ახალ სტრატეგიას გააცნობს. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა თეთრ სახლში ვაშინგტონის დროით დილის 09:00 საათზე გაიმართება. თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის განცხადებით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სტრატეგიის დეტალებზე საუბრისგან პენტაგონის ხელმძღვანელმა თავი შეიკავა. სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ლიდერი დღეს ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის შესახებ გამოაცხადებს. ქვეყანაში ამჟამად 8 ათას 500 ამერიკელი ჯარისკაცია და მათ კიდევ 4 ათასი სამხედრო დაემატება.

დღის ამბები