06 მაისი 2024,   09:52
ვრცლად
ისნის მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა - დაზარალებულებმა ზარალი თავად უნდა აღწერონ

დღეს ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ადმინისტრაციამ დაზარალებულებს წერილობით მიმართა და მოუწოდა, მიყენებული ზიანი თავად აღწერონ.

ადმინისტრაციის შეთავაზებაში აღნიშნულია, რომ მოვაჭრეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ტერიტორიის დასუფთავებაში, ადმინისტრაცია კი მათ ჯიხურების აღდგენაში დაეხმარება.

შეხვედრიდან გამოსული ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადებით, ადმინისტრაციისგან მიიღეს შეთავაზება, რომ ისინი დაზარალებულებს სავაჭრო ობიექტების აღდგენაში დაეხმარებიან. მისი თქმით, ეს ადმინისტრაციისგან არ მოუთხოვიათ.

დაზარალებულის თქმით, შესაძლოა, რომ რამდენიმე თვის ქირაც არ გადაიხადონ. 

დღის ამბები