27 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებს თურქეთიდან ელოდებიან

საქართველოს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში მეზობელი ქვეყნებიდან დაეხმარებიან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთთან მოლაპარაკება უკვე დასრულებულია და ვერტმფრენებს ელოდებიან, რომლებიც ღამის ხედვის აპარატურით იქნება აღჭურვილი.

ამ წუთებში წაღვერში, სტიქიური უბედურების საკითხზე საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. შტაბი სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ასევე გარემოს დაცვის მინისტრი. 

ამ წუთებში თათბირი მიმდინარეობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იმისთვის, რომ ხანძარი, რომელიც 35 საათზეა მეტია, რაც მძვინვარებს, ლიკვიდირებული იქნას.

გიორგი კვირიკაშვილს მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი  არ გაუკეთებია. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერი და მთავრობის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

 

დღის ამბები