26 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
​ატენის ხეობაში ძლიერ ცეცხლს ებრძვიან - ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი და ქარი ართულებს

​ატენის ხეობაში ძლიერ ცეცხლს ებრძვიან. ზემო ბოშურში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. მეხანძრეების ნაწილი ადგილზე უკვე მუშაობს, დამატებით ძალებს კი ამ წუთებში ელოდებიან.

ხანძრის ჩაქრობას რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს. ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან მხოლოდ ერთი კილომეტრითაა დაშორებული, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.


დღის ამბები