27 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
ხანძარი ბორჯომის ხეობაში - დასახლებულ პუნქტთან ახლოს მაშველები და სპეცტექნიკაა მობილიზებული 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მაშველები და სპეცტექნიკა მობილიზებულია დასახლებულ პუნქტთან ახლოს, იქ სადაც ხანძრის გავრცელების საფრთხეა.

სამუშაოები მიმდინარეობდა, ბორჯომი - ბაკურიანის დამაკავშირებელ გზაზეც, რომლის სიახლოვესაც ხანძარი გუშინ საღამოს გავრცელდა. სამუშაოებში ჩართულია 400 მაშველი, ტყის 100 მცველი.

სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები