05 მაისი 2024,   12:11
ვრცლად
არაფერს არ გამოვრიცხავ - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სავარაუდო დივერსიაზე საუბრობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობისთვის სამუშაოები დაგვიანებით არ დაწყებულა.

„ხანძარს აქვს ასეთი თვისება, სანამ არ აინთება, ვერ ჩააქრობ. აქედან გამომდინარე, არავითარ დაგვიანებასთან არ გვაქვს ჩვენ კავშირი, იმიტომ, რომ საკმაოდ ოპერატიულად, აზრობრივად და მიზნობრივად მუშაობს საველე შტაბი, საველე პირობებშია მთელი მთავრობა გადართული,“ - აცხადებს კობა კობალაძე.

კობალაძე აცხადებს, რომ არის თუ არა ეს დივერსია, ეს ყველაფერი პასუხისმგებელი უწყებების მიერ ჩატარებული მოკვლევის შემდეგ გაირკვევა.

„მე არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ საკმაოდ ინტენსიურ, ორგანიზებულ და რაღაც წერტილოვან სახეს იღებს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კობა კობალაძემ. 

პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად დეპუტატები დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე იკრიბებიან. ზუსტად 2 საათში, ჯერ ბიუროს, შემდეგ კი თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის შემდეგ, სესიაზე ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების საკითხს კენჭს უყრიან.

დღის ამბები