26 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში - მგზავრებით სავსე მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. მგზავრებით სავსე მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შემდეგაც შემადგენლობის 11 ვაგონი ამობრუნდა.

მაშველების განცხადებით, ავარიის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილების შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ეს უკვე მეორე სარკინიგზო კატასტროფაა, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უტარ პრადეშიშ შტატში მოხდა. 4 დღის წინ ამავე რეგიონში ავარიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.

გამოძიებას კატასტროფების მიზეზები ამ დრომდე არ დაუდგენია. 

დღის ამბები