06 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
არანაირი პანიკის საფუძველი ბაკურიანის მიმართულებით არ გვაქვს - მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი

„არანაირი პანიკის საფუძველი ბაკურიანის მიმართულებით არ გვაქვს,“ - ასე აფასებს მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თამაზ გამცემლიძე, ბაკურიანში არსებულ მდგომარეობას.

თამაზ გამცემლიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მაღალი დაკვამლიანების გამო, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა საბაგიროზე, თუმცა, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

„იყო რამდენიმე დღის წინ შედარებით მაღალი დაკვამლიანება, რის გამოც, იყო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები, რეკომენდაციის სახით. ესენიც აბსოლუტურად ყველა არის მოხსნილი, საბაგიროებიც მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ყველა ჩვენი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულ, გამართულ რეჟიმში და აბსოლუტურად არანაირი პანიკის საფუძველი ბაკურიანის მიმართულებით ჩვენ არ გვაქვს,“ - განაცხადა თამაზ გამცემლიძემ.

დღის ამბები