05 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
სოფელ ყარაფილასთან ხანძარი ლოკალიზებულია

ხანძრის ახალი კერა იყო სოფელ ყარაფილასთან. ცეცხლი ოკუპირებული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ტყეს გაუჩნდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული წვრთნები იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით 20 წუთის წინ მოხდა.

“ჩაატარეს, ალბათ, გეგმიური წვრთნები. გამოყვანილი იყო საზენიტო დანადგარები, ასევ ნაღმმტყორცნები, ეყენათ მთაზე სამიზნეები და ამუშავებდნენ იმ ტერიტორიას. ხანძარი იყო, დაახლოებით, 2 საათი, დაახლოებით, 20 წუთის წინ მოხდა სრული ლოკალიზება ხანძრის და თვითონვე ჩააქრეს,“ - განაცხადა  ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ტყის მახლობლად, სადაც ხანძარი იყო, რუსული სამხედრო ბაზაა, სადაც რუსი ოკუპანტები წვრთნებს გადიოდნენ და ტყის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში არ უშვებდნენ, რადგან ის საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  

დღის ამბები