05 მაისი 2024,   13:48
ვრცლად
რუსთავი2-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დააზიანეს

პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დააზიანეს.

დილიდან რუსთავი2 სარელეო გადამცემებით თბილისში პირდაპირი ჩართვების განხორციელებას ვერ ახერხებს.

დაზიანებულია მაგისტრალური ხაზი, რომელიც რუსთავი2-ის ცენტრალურ საეთეროს თბილისის სატელევიზიო ანძასთან აკავშირდებდა.

უცნობია, როდის მოხერხდება კაბელის აღდგენა.

დღის ამბები