05 მაისი 2024,   20:14
ვრცლად
კიევის სამთავრობო კვარტალში აფეთქება მოხდა - დაშავდა სამი ადამიანი

დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმის დასრულების შემდეგ, კიევის სამთავრობო კვარტალში აფეთქება მოხდა.

თვითმხილველთა განცხადებით, უცნობებმა პაკეტი აზერბაიჯანის საელჩოს მანქანას ესროლეს, თუმცა ის გზაზე დაეცა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

სამართალდამცველები იძიებენ წუხელ მომხდარ მკვლელობასაც. ისრაელის მოქალაქეს დაუდგენელმა პირმა ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ის სახლის სადარბაზოში შედიოდა. სროლის შემდეგ დამნაშავე მანქანით მიიმალა.

პოლიციამ ის დღეს დააკავა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები