05 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
შვეიცარიაში მეწყერი ჩამოწვა

შვეიცარიაში მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა. სტიქია იტალიის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ბონდოს დაატყდა თავს.

დასახლებაში 4 მილიონი კუბური მეტრი კლდოვანი მასალა და ტალახი ჩამოწვა, რამაც საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

გავრცელდა ინფორმაცია 8 დაკარგულის შესახებაც. ისინი გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მოქალაქეები არიან.

მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ სოფლიდან 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მთაში ჩარჩენილი ტურისტები კი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების დახმარებით გაიყვანეს. 

დღის ამბები