05 მაისი 2024,   12:51
ვრცლად
ხანძარი საქართველოში - ოპოზიცია და მმართველი გუნდი დივერსიაზე ღიად ალაპარაკდა

ბოთლის ნამსხვრევებს, რომელიც ბორჯომის ტყეში სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, იპოვა, უკვე სამართალდამცველები სწავლობენ. ქაცარავა ამბობს, რომ შუშას საწვავის სუნი ჰქონდა, რაც, მისი თქმით, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილის" შესახებ ეჭვებს აჩენს.

სამოქალაქო აქტივისტი შესაძლო დივერსიაზე საუბრობს. გამოძიების ერთ-ერთ მთავარი მიმართულება რომ დივერსიაა, ამას ძალოვანი უწყებაში უკვე ადასტურებენ.

შესაძლო დივერსიაზე ოკუპანტების მხრიდან აქტიურად ალაპარაკდა საპარლამენტო უმრავლესობა.

გამოძიების დასრულებას ელოდებიან საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ოპოზიციამ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტში შესაბამის სამინისტროებსა და კრიზისების დროს პასუხისმგებელ პირებსაც დაიბარებენ.

რუსეთის ფედერაცია დივერსიისთვის ხანძარს რომ ბოლო დროს აქტიურად იყენებს, ამაზე უკრაინული მედიაც საუბრობს. Украинская правда საოპერაციო-ტაქტიკურ ჯგუფ დონეცკზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოსალეთ უკრაინაში საცხოვრებელ სახლებსა და მინდვრებში ხანძრები შეგნებულად ჩნდება.

სამართალდამცველები უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ბორჯომის სასტუმროებშიც ატარებენ და ინფორმაციას ტურისტების შესახებ ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები