05 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
ისანში დაზარალებული მოვაჭრეების მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი ტერიტორიაზე შესვლას ხვალ შეძლებს

ისანში დამწვარი ბაზრობის დასათვალიერებლად მოვაჭრეების მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი არ შეუშვეს. მოვაჭრეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე ტერიტორიაზე გარეშე პირები ვერ შევიდოდნენ. თუმცა, დაზარალებულების მტკიცებით, სასადილოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული პირები იმყოფებოდნენ.

დაზარალებულების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ტერიტორიაზე ადმინისტრაციამ დაქირავებული მუშები ხანძრის გამომწვევი რეალური მიზეზის კვალის დასაფარად შეუშვეს.

დაზარალებულების უფლებადამცველს პრეტენზიები აქვს გამოძიებასთან. რევაზ მოდებაზე აცხადებს, რომ დაზარალებულების ინტერესებს გამოძიება არ ითვალისწინებს.

ისნის ბაზრობის ადმინისტრაციის იურისტი დაზარალებული მოვაჭრეების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

დღის ბოლოს გაირკვა, რომ ტერიტორიაზე შესვლას დამოუკიდებელი ექსპერტი ხვალ დილით, გამომძიებლებთან ერთად შეძლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს, გამოძიებას უწყება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით ახორციელებს.

დღის ამბები