05 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სამოქალაქო აქტივისტები ოკუპანტების მხრიდან ამ დღეებში პროვოკაციებს არ გამორიცხავენ

ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსულ ბაზასთან ახლოს მდებარე ტყის მასივს, დაახლოებით, ერთ ჰექტარს მოედო. ორჭოსანი სოფელ ყარაფილას ესაზღვრება, რომლის შესასვლელთანაც ქართული საგუშაგოა.

მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ და სროლის ხმამ სოფელ ყარაფილას მოსახლეობა ძალიან შეაშინა, მით უმეტეს, რომ მათ სულ მალე რუსულ ბაზასთან ხანძარიც შენიშნეს.

მოძრაობის ძალა ერთობაშია აქტივისტები ამბობენ, რომ ორჭოსანში, მაგისტრალიდან 4 კილომეტრის დაშორებით, რუსულ სამხედრო ბაზაზე მანევრები მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა, მათი თქმით, დღევანდელი წვრთნა, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ჩართულობით, გამორჩეული იყო.

საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ოკუპანტებმა ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები გაავლეს, რაც ევროპელი დამკვირვებლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ.

დღის ბოლოს სოფელ ყარაფილასთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესო აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ ხმაურიანი შეძახილებით რუსული ოკუპაცია დაგმეს. ისინი ოკუპანტების მხრიდან პროვოკაციებსა და დივერსიებს ამ დღეებში არ გამორიცხავენ.

დღის ამბები