06 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
კონსტიტუცია ყველამ ერთად უნდა დავწეროთ - პრეზიდენტი მოქალქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონსტიტუცია მოქალაქეების ჩართულობით უნდა შეიქმნას.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით ქართველმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო მონაწილეობა კონსტიტუციის ერთად წაკითხვაში. ჩემთვის ძალიან ემოციურად მნიშვნელოვანი იყო ეს პროცესი. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ ყველამ ერთად უნდა წავიკითხოთ კონსტიტუცია, არამედ კონსტიტუცია ყველამ ერთად უნდა დავწეროთ იმიტომ, რომ კონსტიტუციის მთავარი არსი და აზრი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები ქირაობენ სწორედ ამ კონსტიტუციის მეშვეობით ჩვენს ხელისუფლებას. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის ტექსტი, რომლითაც იწყება კონსტიტუცია - ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, მართლაც განხორციელდეს ჩვენს კონსტიტუციურ დოკუმენტში. ძალა ერთობაშია, კონსტიტუცია ჩვენ გვაერთიანებს, ერთიანობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის წინაპირობაა. გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღეს კონსტიტუციის დღეა, თუმცა საზეიმო მიღება პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართა. გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად, ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, მიიღეს. საზეიმო მიღების ნაცვლად, კონსტიტუციის დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

დღის ამბები