05 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
ქართველი ხელოვანების მოკლემეტრაჟიანი ფილმი "8 წუთი" მანჰეტენის ფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძვის

ქართველმა ხელოვანებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "8 წუთი" გადაიღეს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე ფინალისტებს შორის ქართული ნამუშევარი პირველად მოხვდა.

ახალგაზრდა რეჟისორების, გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის, სადებიუტო ნამუშევარი “8 წუთი” მანჰეტენის ფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძვის.

ფილმის საფესტივალო მოღვაწეობა კერძო სექტორმა დააფინანსა და უკვე შეიძლება, ითქვას, გაამართლა კიდეც, რადგანაც "8 წუთმა", იმის გარდა, რომ 20-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის ათეულში მოხვდა, საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა.

დღის ამბები