05 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ავარია გლდანში - სატვირთო მანქანა დაგორდა და 20-მდე ავტომობილი დააზიანა

რამდენიმე წუთის წინ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, სატვირთო მანქანა დაგორდა და 20-მდე ავტომობილი დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა და სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
ამ დროისთვის გადაკეტილია ხიზანიშვილის ქუჩა.

კადრები რუსთავი2-ს ტელემაყურებლებმა მოაწოდეს. კურიერის გადამღები ჯგუფები უკვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და დამატებით ინფორმაციას შემდეგ გამოშვებაში მოგაწვდით.

დღის ამბები