03 მაისი 2024,   07:48
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ხვალ დილიდან დაიწყება

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრენა ხვალ დილიდან დაიწყება. საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი2-ის და სხვა გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის მოსამართლეობის შესარჩევ კანდიდატებს შორის არიან.

მოსამართლეები ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი იმ 8 იურისტს შორის მოხვდნენ, ვისი რეზიუმეც სამთავრობო კომისიამ 28 მსურველისგან გამოარჩია.

უკვე მეორედ ევროსასამართლოს შესარჩევ კონკურსში ბედს სცდის საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე, კონსტანტინე ვარძელაშვილი. ხელახლა წარსდგებიან კომისიის წინაშე პროფესორი კონსტანტივე კორკელია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქური. ასევე მეორედ გადის შესარჩევ კონკურსს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ხვალინდელ სხდომას პროტესტის გამო არ დაესწრება. ხვალინდელ სხდომაზე არ იქნება არც არასამთავრობოთა კოალიციის წარმომადგენელი. უკმაყოფილება მათი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას მოყვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის პრეტენზიები გაუგებარია სამთავრობო კომისიის წევრებისთვის. მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის ხვალინდელ სხდომას დაესწრება სახალხო დამცველი.

აზრთა სხვადასხვაობის და ურთიერთბრალდებების ფონზე ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს სამთავრობო კომისია უკვე მესამედ შეარჩევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები