03 მაისი 2024,   04:23
ვრცლად
გვარამია-ბოკერიას სუს-ში დაბარება - ოპოზიცია და არასამთავრობოები შერჩევით სამართალზე საუბრობენ

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ, 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ნიკა გვარამიასთან ერთად, სუს-ში დაბარებულია ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ბოკერია.

სუს-მა ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას იმ სისხლის სამართლის საქმის მასალები უნდა გააცნოს, რომელიც 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, სავარაუდოდ, გვარამია-ბოკერია-სააკაშვილი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ აღიძრა.

გიგა ბოკერიას აზრით, არჩევნების წინ სუს-მა თაროზე შემოდებული საქმეები ჩამოიღო და მას ოპონენტების დევნის იარაღად იყენებს.

ოპოზიციას აინტერესებს, მაშინ, როდესაც ფარულ ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობაც დადგენილი არ არის, ოპოზიციის ლიდერებს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელს დაკითხვებზე იბარებენ, რატომ არ ხდება შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, სავარაუდო სკანდალურ ჩანაწერზე მოკვლევის დაწყება.

არასამთავრობო ორგანიზაციები შერჩევით სამართალზე საუბრობენ. გვარამია-ბოკერიას სუს-ში დაბარებაზე კითხვები სახალხო დამცველსაც აქვს.

მმართველი პარტია სუს-ის ქმედებებში საეჭვოს ვერაფერს ხედავს და ოპონენტების ბრალდებებს შერჩევითობასთან დაკავშირებითაც "აბსურდულს" უწოდებს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები