03 მაისი 2024,   06:01
ვრცლად
აფეთქების შედეგად დაშავებულს ოპერაცია გაუკეთეს

ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ადამიანს ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში ოპერაცია გაუკეთეს და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, მას სხეული 45% დამწვარი აქვს.

აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, დაახლოებით, 1 საათის წინ მოხდა, რამაც ბინისა და მაღაზიის გამყოფი კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი აბაზანაში იმყოფებოდა, როდესაც გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელი აფეთქდა.

ადგილზე სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, კორპუსში აფეთქების ან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

აფეთქება ქავთარაძის ქუჩაზე, ვაჟა ფშაველას VI კვარტალის, 24-ე კორპუსში მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები