02 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
არარსებულ კორპუსებთან დაკავშირებით ენმ-ის ბრალდებებს ცესკო-ში უპასუხეს

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს, რომლის მიხედვით, ცესკო-ს ვებგვერდზე საარჩევნო ოლქების საზღვრების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში 67 არარსებული კორპუსია, საარჩევნო კომისიაში უპასუხეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის, თქმით, მისამართები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დასახელა, ნამდვილად ფიქსირდება 2010 წლიდან შესაბამისი უბნის საზღვრებში.

ცესკო-ს მტკიცებით, 2017 წლის 15 ივლისის მონაცემებით, ამ მისამართებზე რეგისტრირებულია 156 ამომრჩეველი, თუმცა როგორც ცესკო-ში განმარტეს, საოლქო საზღვრების დადგენა ჯერჯერობით დასრულებული არ არის და ეს პროცესი პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები