03 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში დევნილები შესვლას ცდილობდნენ

ხმაური იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოსთან. შენობაში შესვლას დევნილები ცდილობდნენ. ისინი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

დევნილები ამბობენ, რომ სამინისტრომ ბინები არა ქულების, არამედ ქრთამის აღების პრინციპით გაანაწილა.

ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. შენობაში მობილიზებულია პოლიცია.

მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, აცხადებს, რომ კომისია ყველა დევნილის უკმაყოფილებას მოისმენს და ეტაპობრივად დააკმაყოფილებს.

დღის ამბები