03 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
სტრასბურგის შეხვედრის ჩაშლის მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ოპოზიცია - მამუკა კაციტაძე

„ჩაშლის მიზეზი არ უნდა გახდეს ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში,“ - ეს განცხადება ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების წარმართვის პროცესის კომენტირებისას გააკეთა.

მისი აზრით, სტრასბურგში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს.

„მე ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის თვალწინ უნდა მოხდეს ლუსტრირება, როგორც ხელისუფლების პოზიციის და სურვილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციისა. თუკი ხელისუფლება სტრასბურგის შეხვედრას ჩაშლის და არ ჩამოვა, ესეც გზავნილი იქნება, როგორც ქართული საზოგადოებისათვის, ასევე ვენეციის კომისიისათვის, მაგრამ ჩაშლის მიზეზი არ უდნა გახდეს ოპოზიცია არცერთ შემთხვევაში,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები