03 მაისი 2024,   05:56
ვრცლად
მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება - ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგის ჩაშლა მოქალაქემ სცადა

მერიაში ბიუროკრატიული ხარჯებს 100 მილიონი ლარით შემცირებას ზაალ უდუმაშვილი მერად გახდომის შემთხვევაში გეგმავს.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ინიციატივა დედაქალაქის მერიის წინ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, წარადგინა.

უდუმაშვილის განმარტებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის 235 მილიონი ლარი დახარჯა. მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებს 5 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების 300-ზე მეტი მანქანა ემსახურება. მანქანების საწვავსა და მოვლაზე კი 4 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

ზაალ უდუმაშვილის ბრიფინგის ჩაშლა მერიასთან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ხვიჩა გასანოვმა, სცადა. მას ამის საშუალება პატრულმა არ მისცა.

ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტს კახა კალაძისა და უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებულს უწოდებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები