03 მაისი 2024,   04:45
ვრცლად
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ამომრჩევლებით რეგისტრირებული 67 მისამართი თბილისში არ არსებობს

67 მისამართი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, თბილისში არ არსებობს. კურიერმა საჯარო რეესტრში ის საცხოვრებელები გადაამოწმა, სადაც ცესკო-ს ინფორმაციით, 156 ამომრჩეველი უნდა იყოს რეგისტრირებული, რეალურად კი ბაზაში მისამართი არ იძებნება.

ცესკო-ს ინფორმაციით, არარსებული კორპუსების მისამართებად დიდუბის ოლქში ძირითადად დიღმის მასივია მითითებული.

თხოვნაზე, ცესკო-ს გაესაჯაროებინა კორპუსების მისამართები და ამომრჩევლები, საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისი ინფორმაციაც ამ ეტაპზე საჯარო არ არის.

ცესკო-ში ტექნიკურ ხარვეზს არ გამორიცხავენ, თუმცა ეს არგუმენტი მიუღებელია ოპოზიციისთვის, რადგან 67 მისამართის ცდომილება მხოლოდ ერთ უბანზე მათთვის დაუჯერებელია. ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს

ამავე თემაზე
დღის ამბები