03 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის "საშიშ დედას" წარადგენს

საქართველო ოსკარზე ანა ურუშაძის ფილმს - საშიში დედა, წარადგენს.

ფილმი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევრის გარდა, კანდიდატი კიდევ სამი ქართული ფილმი იყო.

საშიში დედა კინემატოგრაფისტთა ყურადღების ცენტრში თავიდანვე მოექცა. ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარი ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდის მფლობელი გახდა. ქართულ-ესტონური კოპროდუქციამ აღიარება სარაევოს 23-ე კინოფესტივალზეც მოიპოვა

მოხვდება თუ არა ანა ურუშაძის ფილმი ოსკარის ნომინაციაში, წლის ბოლოს გაირკვევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები