07 მაისი 2024,   05:16
ვრცლად
რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ვცნობ თავს დამნაშავედ - ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე სიტყვით ბრალდებული გამოვიდა და განაცხადა, რომ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ სცნობს.

„ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ვცნობ ჩემს პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩემს ოჯახს, რომელსაც ძალიან დიდი ტკივილი მივაყენე. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ვცნობ თავს დამნაშავედ,“ - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

დაცვის მხარემ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ბრალდებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე საუბრობს.

ადვოკატის ბრალდებებს არ იზიარებს ბრალდება. საქმის პროკურორის განცხადებით, არ დასრულებულა საქმეზე მოწმეთა დაკითხვის პროცესი და არსებობს საშიშროება იმისა, რომ ბრალდებულმა მათზე ზეგავლენა მოახდინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები