07 მაისი 2024,   00:42
ვრცლად
რუსეთი საქართველოში იგორ გიორგაძის დაბრუნებას ცდილობდა - უოლ სტრიტ ჯორნალი

გავლენიანი უოლ სტრიტ ჯორნალი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის რუსეთთან კავშირების ახალ დეტალებზე წერს. სტატიის თანახმად, პოლ მანაფორტის დახმარებით, რუსეთი საქართველოში იგორ გიორგაძის დაბრუნებას ცდილობდა.

უოლ სტრიტ ჯორნალის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ოლეგ დერიპასკამ პოლ მანაფორტის საკონსულტაციო ფირმა დაიქირავა. სტატიის თანახმად პირველი შეხვედრა ამერიკელ კონსულტანტებსა და გიორგაძეს შორის 2004 წლის დასაწყისში მოსკოვში დერიპასკას ოფისში გაიმართა.

რუსი ბიზნესმენის გეგმის თანახმად როტშილდები საქართველოში ინვესტიციებს ჩადებდნენ, სანაცვლოდ კი მაშინდელ მთავრობას გიორგაძის დაბრუნებას მოსთხოვდნენ.

"2004 წელს როტშილდები თბილისში მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდნენ, თუმცა მან მათი გეგმები ჩაშალა,“ - წერს უოლ სტრით ჯორნალი.

დღის ამბები