06 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
რატომ დაგვცინის საზოგადოებრივი მაუწყებელი? - „მოდემ არტის“ ავტორები

საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონსენსუსის წესით შერჩეული გადაცემები ეთერში გაუსვლელად დაიხურა. გადაცემის ავტორებს ამის შესახებ ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. ერთ-ერთი ასეთი გადაცემის, „მოდემ არტის,“ ავტორები საზოგადოებრივ მაუწყებელს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეატყობინეს მათ ამის შესახებ უფრო ადრე.

„რატომ ერთხელ არ ითქვა, რომ იცით რა, თქვენი საკითხი კიდევ გადასაწყვეტია. რატომ გვატარეს შეხვედრებზე, რატომ დაგვახარჯინეს დრო, გვაშრომეს და უბრალოდ რატომ დაგვცინეს? ეს არის ჩემი შეკითხვა - ვის დასცინის ან რატომ დაგვცინის საზოგადოებრივი მაუწყებელი?“ - განაცხადა პროდიუსერმა და სცენარისტმა, თეონა ჯორბენაძემ.

მისი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს გარკვეული ავტორების სამსახურიდან გასტუმრება სურდა.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი, აცხადებს, რომ გადაცემისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეპორტაჟი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სპეციალურად მომზადდა.

„ასეთი ხალხის შრომის, სურვილის, თანადგომის, ენთუზიაზმის იგნორირება, ეს არის დანაშაული,“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

დღის ამბები