07 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
ქეთი დოლიძე შესაძლოა რუსეთში წავიდეს - დოლიძის თანამოაზრეები მის გათავისუფლებაზე საუბრობენ

თეატრალურ სამყაროში თუმანიშვილის სახელობის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლას ეხმაურებიან. კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, ქეთი დოლიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მსახიობი გურანდა გაბუნია არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე მოვლენების გამო, ქეთი დოლიძემ საქართველო დატოვოს და მოღვაწეობა რუსეთში გააგრძელოს.

„ქეთი ის ქალი არ არის, რომ ვინმეს მათხოვრად დაუჯდეს. მე მგონი ეგ წავა და წავა რუსეთში და იქ დადგამს,“ - აცხადებს გურანდა გაბუნია.

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ქეთი დოლიძის მიერ პოლიტიკური ნიშნით მსახიობების გათავისუფლებას იხსენებს, მათ შორის, გია როინიშვილის, გაშვებას და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება.

„პოლიტიკური ნიშნით, რომ გამიშვესო, რომ ბრძანა თვითონ, შეიძლება, ასეც იყო, არ ვიცი, ზუსტად. თითონ რომ პოლიტიკური ნიშნით არ მიიღო როინიშვილი?“ - აცხადებს ასმათ ტყაბლაძე.

ქეთი დოლიძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი სიხარულიძე ჩაანაცვლებს. თუმცა, ქეთი დოლიძე 16 სექტემბრამდე თუმანიშვილის სახელობის თეატრის მოქმედი ხელმძღვანელია.

 

დღის ამბები