06 მაისი 2024,   17:41
ვრცლად
აუცილებელი იყო კომისიის შემადგენლობის გადახალისება - კონსტანტინე ვარძელაშვილი ევროსასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე საუბრობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, კონსტანტინე ვარძელაშვილი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევას ეხმიანება. კონსტანტინე ვარძელაშვილი აღნიშნავს, რომ შესარჩევი კომისიის გადახალისება აუცილებელია.

„აუცილებელი იყო კომისიის შემადგენლობის გადახალისება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება, რომ კომისიის მიმართ არსებობდეს ნდობა, ვინაიდან ეს კომისია ამ შემადგენლობით ვერ იქნება ობიექტური,“ - განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კონკურსმა ევროსაბჭოს ძირითადი მოთხოვნა ვერ დაიცვა.

„ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც ევროსაბჭო უყენებს სახელმწიფოებს ამ პროცესთან დაკავშირებით თავიდან აირიდოს პროცესის პოლიტიზირება, ეს მოთხოვნა დაცული ვერ იქნა,“ - აცხადებს კონსტანტინე ვარძელაშვილი.

დღის ამბები