07 მაისი 2024,   07:46
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომას ქვორუმის არარსებობის გამო ჩაშლა ემუქრებოდა

თბილისის საკრებულოს სხდომას ქვორუმის არარსებობის გამო ჩაშლა ემუქრებოდა, თუმცა ის 40 წუთის დაგვიანებით, ცოტა ხნის წინ დაიწყო.

სხდომის შესაძლო ჩაშლის მიზეზი მისი მოულოდნელად, 2 საათით ადრე ჩანიშვნა იყო. ცალკეული დეპუტატები აღნიშნავენ, რომ მათ სხდომაზე მოსვლას სატელეფონო ზარების მეშვეობით სთხოვდნენ.

დღეს საკრებულომ დადგენილება უნდა განიხილოს, რომლის მიხედვით უნდა განისაზღვროს ტერიტორიები, სადაც  წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ბანერების განთავსების საშუალება ექნებათ.

საკრებულომ დღეს აღმოაჩინა, რომ ამ დადგენილების მიღების ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

ოპოზიციამ უმრავლესობა გააკრიტიკა და სხდომის უმცირესობის გარეშე ჩატარების სურვილში დაადანაშაულა.

„შემჭიდროებულ ვადებში, გუშინ იყო შემოსული ნუსხა. ასე რომ, ნუ შევქმნით ახლა რაღაც დამატებით პრობლემას,“  განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის თვითმიზანი ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე სხდომის ჩატარება არ ყოფილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები