07 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
ივანიშვილის კუთვნილი საფრენი აპარატები, რომელიც ხანძრის ჩასაქრობად არ გამოიყენეს

„კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილის კომპანიას ცხრა შვეულმფრენი ჰყავს და სამაშველო ოპერაციებში ჩასართავად ვარგისია, პოლიტიკური განხილვის თემა გახდა.

ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ავიასერვისის“ კუთვნილი ცხრა ვერტმფრენი, საზღვარგარეთ კერძო დაკვეთებს ასრულებს. საფრენ აპარატებს სამაშველო ფუნქციაც გააჩნია.

ოპოზიცია პარადოქსულად მოიაზრებს ფაქტს, როდესაც ცეცხლის ჩაქრობას საქართველო დახმარებას ოკუპანტ ქვეყანას სთხოვს, ამ დროს კი დეფაქტო მმართველის კომპანია ქვეყანას არ ეხმარება.

„კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ ხალხს აინტერესებს, რატომ არ ეხმარება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ქვეყანას ცეცხლის ჩაქრობაში.

ხანძრების დროს არ გამოუყენებია საქართველოს მთავრობას არც სამი ახალი პუმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ საფრანგეთისგან შეიძინა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაბამისი აღჭურვილობის შემთხვევაში მათი წვლილი ხანძრის ჩაქრობაში შეუცვლელი იქნებოდა. სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ვერტმფრენების ეკიპაჟები, რომლებმაც სპეციალური გადამზადება გაიარეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები