07 მაისი 2024,   03:14
ვრცლად
ქეთი დოლიძე გათავისუფლებულია - გამოხმაურებები თეატრალურ წრეებში და მინისტრის პასუხი რეჟისორს

კულტურის მინისტრის მიერ თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელის გაშვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კულტურის მინისტრი ადასტურებს, რომ ქეთი დოლიძის მესიჯი მიიღო, სადაც „კუკარაჩას“ რეჟისორი მას დაზავებას და შერიგებას სთხოვდა. თუმცა, მინისტრმა ის მაინც გაათავისუფლა.

მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ დოლიძის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრში უმძიმესმა პრობლემებმა იჩინა თავი.

თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ კინომსახიობთან თეატრის ყოფილმა მმართველმა „მკვლელი“ უწოდა ყველას, ვინც მის გათავისუფლებას მხარს უჭედა. თეატრის თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ დოლიძის შემცვლელს თეატრში არ შეუშვებენ.

მსახიობი გოგა პიპინაშვილი ერთ-ერთია თუმანიშვილის თეატრის მსახიობებს შორის, ვინც ქეთი დოლიძის ჩანაცვლებას დაუჭირა მხარი. მსახიობი ფიქრობს, რომ თეატრს ახალი სისხლის სჭირდება.

ქეთი დოლიძის სამომავალო გეგმებზე მისი თანამებრძოლი მსახიობი გურანდა გაბუნია ფიქრობს, რომ გადაყენების შემდეგ დოლიძე საქართველოდან წავა და საქმიანობას რუსეთში გააგრძელებს.

თუმანიშვილის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, ის თეატრში 17 სექტემბრამდე არ მივა, სწორედ ამ დღეს ეწურება ქეთი დოლიძეს მმართველი კაბინეტის დაცლის ვადა.

დღის ამბები