07 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
ხელისუფლებამ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები წარადგინა

"რუსთავი 2"-ის და კაბელების საქმის მოსამართლეებს, მთავრობა სტრასბურგში აგზავნის. ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი ხელისუფლების რჩეული კანდიდატები არიან. მოსამართლეები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გახმაურებული პროცესების გაჭიანურებაში და ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, დღეს დუმილის უფლებას იყენებენ და მწვავე ბრალდებებს არ პასუხობენ.

ჭანტურიას ფაფიაშვილის და სიჭინავას კანდიდატურები, ხელისუფლების მესამე ცდა იქნება, ევროსაბჭოს მისი რჩეული მოაწონოს, თუმცა პესიმისტურია სახალხო დამცველის პროგნოზი. უჩა ნანუაშვილი მთავრობის მორიგ მარცხს არ გამორიცხავს და ვარაუდობს რომ საქართველოს მიერ გაგზავნილი სამიდან ორ კანდიდატს სტრასბურგი თბილისს უკან დაუბრუნებს. თუმცა სანამ სტრასბურგი მოსამართლეებზე იმსჯელოს, მანამდე თბილისიდან გაგზავნილი კრიტიკული წერილები განიხილება, რომლებშიც კანდიდატების შერჩევის გაუმჭვირვალე და პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესზე საუბარი.

ყოფილი კონკურსანტების, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორის კრიტიკა მიუღებელია შესარჩევი კომისიის სახელისუფლებო წევრებისთვის. დეპუტატი სოფო კილაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ფავორიტები არ ჰყავდა, საბოლოო არჩევანი კი კონკურსანტების კვალიფიკაციის მიხედვით გააკეთეს.

გაიზიარებს თუ არა ევროპული მხარე საქართველოს ხელისუფლების არჩევანს თუ გადამწყვეტი კვლავ საქმოქალაქო სექტორის კრიტიკა იქნება. ეს რამდენიმე თვეში გაირკვევა. ლალი ფაფიაშვილის, ოთარ სიჭინავას და ვლადიმერ ჭანტურიას კანდიდატურებზე განხილვებს ევროსაბჭო დაახლოებით 3 კვირაში დაიწყებს.

დღის ამბები