07 მაისი 2024,   05:00
ვრცლად
პეტრე ოცხელის უცნობი ნახატები მისი ნამუშევრების რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს

პეტრე ოცხელის აქამდე უცნობი ნამუშევრები - ცნობილი ქართველი ხელოვანის ნახატების რესტავრაციის პროცესში ახალი ჩანახატები აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი თითქმის ერთი საუკუნე ოცხელის ცნობილი ნამუშევრების უკანა მხარეს იყო. ქართველი თეატრის მხატვრის 110 წლის იუბილეზე მისი რესტავრირებული ნახატების გამოფენაც იგეგმება.

პროექტის ფარგლებში 30 რესტავრირებული ნამუშევარი პირველად "თი ბი სი გალერეაში" ოქტომბერში გამოიფინება. მას შემდეგ პეტრე ოცხელის საიუბილეო ექსპოზიცია უკვე საგამოფენო სივრცესაც გასცდება და საგანმანათლებლო ხასიათსაც მიიღებს.

დღის ამბები