27 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
მმართველი გუნდი კონსტიტუციის მიღებას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს - ოპოზიცია და ვენეციის კომისია უკმაყოფილოა

„ქართული ოცნება“ კონსტიტუციას სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს. მმართველი გუნდი არანაირ დათმობაზე არ მიდის, რის გამოც, ოპოზიციის და ასევე, ვენეციის კომისიის კრიტიკას იმსახურებს.

მეორე მოსმენიდან კანონით განსაზღვრული სამი თვე 24 სექტემბერს გადის და უმრავლესობა კონსტიტუციას ყოველგვარი ცვლილების გარეშე სექტემბრის ბოლოს, არჩევნებამდე საბოლოოდ მიიღებს.

ვენეციის კომისიის მდივანი, თომას მარკეტი ამბობს, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას უნდა დაელოდოს, რომელიც ოქტომბერში იქნება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიმართოს მესამე მოსმენა.

კომისია საკუთარ მოსაზრებას 6-7 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე მიიღებს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ბუკიკიო Twitter-ში წერს, რომ კონსენსუსის არარსებობის გამო კვლავ იმედგაცრუებულია.

საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის გახლეჩვას უშედეგოდ შეეცადა და ერთპარტიულ კონსტიტუციას ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ერთპარტიული გადაწყვეტილების გამო მმართველ გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები