27 აპრილი 2024,   00:36
ვრცლად
ეს არის ორი მშიშარა, მხდალი ხელისუფლების ქმედება, რომელსაც არ უნდა ძლიერი ოპონენტი - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და საქართველოს მხრიდან მისი ექსტრადირების კვლავ მოთხოვნას, ადამიანის პოლიტიკურ დევნად აფასებს.

რომან გოცირიძის აზრით, უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქები, პეტრო პოროშენკო და ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ძლიერი პოლიტიკური ოპონენტის, ჩამოშორებას ცდილობენ.

„ეს არის ორი მშიშარა, მხდალი ხელისუფლების ქმედება, რომელსაც არ უნდა ძლიერი ოპონენტი დაუშვას საარჩევნო პროცესში. ეს არის  ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბინძური ნაბიჯი ორივე ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები