27 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 10 სექტემბერი მნიშვნელოვანი ბრძოლის დასაწყისი იქნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, უკრაინაში პირველად 10 სექტემბერს ჩავა.

უკრაინული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ ყველა სცენარისთვის მზად არის, რადგან მას ადგილზე მრავალი მომხრე დახვდება და ფიქრობს, რომ 10 სექტემბერი მნიშვნელოვანი ბრძოლის დასაწყისი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქებს მისი დაბრუნების ეშინიათ, შესაბამისად, ოპონენტის შესაჩერებლად, ყველა გზას მიმართავენ და მისი თქმით, აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიმართვა სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კვლავ გაუგზავნა.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე განცხადებები დღეს პარლამენტშიც გაკეთდა. „ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

ოპოზიციაში კი, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები