26 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
დონალდ ტრამპის შვილი აღიარებს, რომ რუს იურისტს ჰილარი კლინტონზე ინფორმაციის მისაღებად შეხვდა

დონალდ ტრამპის უფროსი შვილი აღიარებს, რომ რუს იურისტს ჰილარი კლინტონზე ინფორმაციის მისაღებად შეხვდა. უმცროსი ტრამპი სენატის იურიდიულ კომიტეტში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტის შვილმა საგამოძიებო კომისიის წევრებს უთხრა, რომ 2016 წლის ივნისში ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრა დაგეგმა, რადგან ფიქრობდა, რომ "დემოკრატების" კანდიდატზე მას შესაძლოა, მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიეწოდებინა.

უმცროსი ტრამპის დაკითხვა სენატში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. პრეზიდენტის გარემოცვის რუსულ კავშირებზე გამოძიებას სენატის გარდა, კონგრესის ქვედა პალატაც და FBI-ც აწარმოებს.

დღის ამბები