26 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
მიუღებელია საქართველოს პროფკავშირების დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა - პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობის არჩევნებში ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ერევიან.

განცხადებაში „პოლიტიკურად მოტივირებულ ცილისმწამებლურ კამპანიას“ ეხმაურებიან და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენების მიზნით მზადყოფნას გამოხატავენ.

„ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს პროფკავშირების დემოკრატიულ პროცესებში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, რაც იქნება შსო-ს სტანდარტების აშკარა დარღვევა. საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ დავაყენოთ აღნიშნული საკითხი შსო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების წინაშე,“ - აღნიშნულია პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. 

დღის ამბები